არც კვარაცხელია, არც პოლიტანო, მარცხნივ სპინაცოლა – “ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლობა უცნაურია..

2024-ში საკმაოდ ბევრი სპორტული წარმატება იყო, რის გაგრძელებასაც ისევ ველით – ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა… ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქართველი ლეგიონერების წარმატება იქნება. საახალწლო დღეებშიც ვხედავთ, NBA-ში გოგა ბითაძე როგორ “დაფრინავს”, კალათბურთელებისგან კი მორიგ ევრობასკეტს ვისურვებთ… რაც შეეხება ფეხბურთს, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმისგან განკურნების შემდეგ ჯერ “ვალენსიას” გადარჩენა უნდა სცადოს, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში, “ლივერპულში” ველით; “ნიუკასლის” წევრი ვახტანგ სალია გახდა; ტოპლიგებში ერთი ფეხბურთელი უკვე დაგვემატა და ბუდუ ზივზივაძე “ჰაიდენჰაიმის” მაისურით გაიტანს(ამის პირველი შანსი
11 იანვარს, “უნიონთან” იქნება; კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გიორგი გოჩოლეიშვილის “კოპენჰაგენს” შეხვდებიან). ველოდებით სხვების პროგრესსაც, ზაფხულში კი დიდი მიზნები, შეთავაზებები და გამოწვევები ს ექნება. განახლებული ხელშეკრულება და გამოსასყიდი თანხა (თუ ძალიან დიდი არ დასახელდა) ამ პროცესს დააჩქარებს. “ბარსელონა”? – რატომაც არა!..
2025 წლის პირველ შეხვედრასა და იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ მატჩს სერია “ა”-ს თანალიდერი “ნაპოლი” სტუმრად “ფიორენტინასთან” ჩაატარებს – შაბათს, 4 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე. ახლა საუდის არაბეთში სუპერთასის მატჩებია, სადაც შარშანდელისგან გასსხვავებით, არცერთი ეს გუნდი არ მონაწილეობს. აღნიშნული გარემოება ნეაპოლელებს ლიდერობის განმტკიცების შესაძლებლობასაც აძლევს.
ნეაპოლური “ფეისბუქგვერდი” Napoli Sarcasm ასეთ სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს:
ხვიჩა კვარაცხელია “იებს” უკვე ხუთჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. პირველ შეხვედრაში უგოლო ფრე (0:0) იყო, მეორეში (1:0) ლოსანოს ნაცვლად ქართველი მინდორზე პირველივე ტაიმში შევიდა; ამის შემდეგ ზემოთხსენებული წაგება – “მარადონაზე” რუდი გარსიას გუნდმა სამი გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთი გაიტანა. სრულფასოვანი რევანში (3:0) სუპერთასის ნახევარფინალში მაცარის მწვრთნელობისას შედგა, კალცონას დარიგებული გუნდისგან კი იმ “არტემიო ფრანკიზე”(43 147 მაყურებელი), სადაც გუნდებმა ახლა უნდა ითამაშონ, უხვგოლიანი ფრე (2:2) ვიხილეთ. იქ “კვარამ” ფლორენციელების კარი პირველად დალაშქრა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. აქვე, ქართველი შემტევის მიმდინარე შედეგს შეგახსენებთ – 5 გოლი, 3 საგოლე პასი.
ანტონიო კონტეს მთავარი დანაკლისი ბონჯორნოა, რომლის სრუფასოვნად შეცვლა ჟესუსს გაუჭირდება. პოლიტანო თუ ნერეში – ეს მწვრთნელის დილემაა. თუკი “ფიორეს” სამეულისთვის ბრძოლა სურს, იქნებ ამისთვის ბოლო შანსიც იყოს.
ამ მატჩამდე (18:00 სთ) საბა გოგლიჩიძის “ემპოლი” “ვენეციას” ესტუმრება. შაბათი ქართველებით საკმაოდ დატვირთულია. გიორგი ჩაკვეტაძემ წელი საგოლე პასით დაიწყო, თუმცა გუნდს მაინც ვერ უშველა. ჩემპიონშიპის 26-ე ტურში “უოტფორდი” “შეფილდს” (19:00 სთ) დაუხვდება; ორივე ქართველი იასპარეზებს საფრანგეთის ლიგა 1-ში – ზურიკო დავითაშვილი “სენტ ეტიენი” “რეიმსს” (20:00 სთ) უმასპინძლებს, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კი – “მონპელიეს”(23:59 სთ). ჩვენებური თავდამსხმელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ.
ბედნიერ წელს გისურვებთ ყველა ღირსეულ და პატიოსან ადამიანს.დროა, ხვიჩა ძველებურად გაიბრწყინო. ღმერთმა ამხელა ნიჭი მოგცა და თავდაუზოგავი ვარჯიშით ყველას გააოცებ.ნაპოლის გაჩემპიონების სეზონში მეგონა ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა მსოფლიო ფეხბურთში. ყველას მოუწოდებ განსაკუთრებით მის ახლობლებს გავლენა იქონიონ თუნდაც აიძულონ/მშობლებმა/ ინდივიდუალურ ვარჯიშებს მოუმატოს.ცნობილია რონალდუ და მესი ყველაზე ადრე მიდიოდენ ვარჯიშზე და ყველაზე გვიან ამთავრებდნენ.ასეთი მიდგომით შენც შეგიძლია დიადი გახდე.