“არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, ხელისუფლება საზეიმო კონცერტს არ აკეთებს და ბიუჯეტის ფულს არ ხარჯავს” – ფოფხაძე

რა პოსტებსაც ვკითხულობ საახალწლო კონცერტის შეფასებები დაახლოებით ასეთია: -ჩვენმა მომღერლებმა იღმუვლეს..
მოყოლებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან ვიდრე დღემდე, სულ ერთი და იგივეს ვამბობ მაგრამ, არ შევიდა ჩვენს გონებაში (სხვათაშორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან ასეა სამწუხაროდ).. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, ხელისუფლება არანაირ საზეიმო კონცერტს არ აკეთებს და ამაში ბიუჯეტის ფულს არ ხარჯავს. პირიქით, სახელმწიფო ბიუჯეტი ასეთ დღესასწაულებზე ფულს იგებს, აძლევს რაა იჯარით კერძო საპროდიუსერო კომპანიებს საკონცერტოდ გამოყოფილ ადგილებს. ამ დროს ბატონო მომღერლებიც კმაყოფილები არიან, ხალხიც და ხელისუფლებაც.. აღარ იწყება-“აუუ არ მიმიწვიეს, იქ მარტო ქოცების მომღერლებს ამღერებენ” “იიი, აბა კაი იყო ნაცების დროს მარტო თქვენ რო მღეროდიითთ?” იმიტომ რომ, კერძო კომპანიამ იცის რომ, მან საუკეთესო და ხარისხიანი უნდა აარჩიოს და არა “ყმუილის ოსტატი” ხელისუფლების მარადი ვაზელინი.. თუ შეიგნებთ ამას კარგი, თუ არა და.. ისინი იღმუვლებენ, თქვენ იქოთქოთებთ და ვიქნებით ასე დაუსრულებელ “იუმორინაში”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)