არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ, თანამშრომლობა გვექნება, მათ შორის “ლელოსთანაც” | დოლიძე
პარტია “ლელოს” თავმჯდომარის განცხადებას ნიკა მელიას გუნდში ეხმაურებიან. მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისინი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან.
ბაჩო დოლიძე კი ამბობს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ გეგმავენ, თუმცა თანამშრომლობა ექნებათ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან.
“არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ, არც ერთთან. არც ახლა, არც მერე. ყველა ოპოზიციას, პროდასავლურს, გვექნება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა. მათ შორის, “ლელოსთანაც,” რა თქმა უნდა. სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად, ყველასთან ვგეგმავთ, მუშაობას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს არც ერთიან სიას, არც ერთი ნომრით გასვლას. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, ბრძოლას. საუბრობდნენ ამაზე მე მგონი პირველივე დღიდან, რომ ზოგი იქ წავა, ზოგი არ წავა. არა, მეგობრებო, არსად არ მივდივართ. ცალკე ვაპირებთ პოლიტიკური პლატფორმის გაკეთებას, საიდანაც ჩავერთვებით ძალიან აქტიურად…საკმაოდ დიდი გეგმებით ვართ”, – თქვა ბაჩო დოლიძემ.
“ლელოს” წევრი, ირაკლი კუპრაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება მელიას გუნდსა და მათ პარტიას შორის არ მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ:
· ჩვენ, “ლელოს”, ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ | მამუკა ხაზარაძე