არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს, არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში – ხაზარაძე

არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში-ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნეს წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოიყვანეს და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გახსნეს.
„არც ერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არც ერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში! არ მინდა დღეს მძიმე სტატისტიკაზე გესაუბროთ, ისედაც ყველასთვის ცნობილია…
ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა, მდიდარი ქვეყანა მათზე მზრუნველი ხელისუფლებით, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობით!
ამ მიზნით, ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიყვანეთ და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გავხსენით.
წალენჯიხელ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს „იუვენტუსის აკადემია“ ორი წელია ავარჯიშებს და უკვე მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია, რაც ძალიან მეამაყება.
ფიზიკური მომზადების გარდა, ბავშვთა კვება, სწავლა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ეს „იუვენტუსის“ საერთაშორისო სტანდარტია, რა გარემოშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ და ვითარდებიან!
მალე თბილისშიც გავხსნით, მაგრამ მანამდე დიდი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამ ქვეყნის და ჩვენი ბავშვების გადასარჩენად!
ეს დღე მალე დადგება“,- წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს მეშვეობით კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს – რა ცვლილებებია დაგეგმილი?

„ადამიანები მიისწრაფვიან იქ, სადაც დახარჯული დროის ერთეულში შეუძლიათ მიიღონ მეტი შემოსავალი და უკეთ უზრუნველყონ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – დედაქალაქი ამ მხრივ საინტერესო პოლიგონს წარმოადგენს“