არჩილ ხოფერიას თქმით, მამუკა მამულაშვილი ოკუპანტებმა მოწამლეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, არჩილ ხოფერიას თქმით, ქართული ლეგიონის მეთაური, ოკუპანტებმა მოწამლეს. ინფორმაციას ხოფერია Facebook-ზე ვიდეომიმართვით ავრცელებს.
“ახლა შეიძლება ამის თქმა, როდესაც ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. იგი ცოცხალია, განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონიც განაგრძობს ბრძოლას” – ამბობს ხოფერია.