აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი, რომელსაც დღეს, 22 აგვისტოს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, სტუდენტი გახდა. მან ერთიანი ეროვნული გამოცდები ციხეში ყოფნის პერიოდში ჩააბარა.
არჩილ მუსელიანცი სამართალს შეისწავლის.
დღეს, 22 აგვისტოს, მისმა ადვოკატმა სასამართლოს აცნობა არჩილ მუსელიანცის სტუდენტობის შესახებ.
ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მისმა დედობილმა ცარო ოსიყმაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“ჩვენმა ჭკვიანმა და ნიჭიერმა ბიჭმა, არჩილ მუსელიანცმა, რომელიც გამოკეტა ბიძინამ, ციხეში, მომზადების გარეშე, სტრესულ გარემოში ჩააბარა ხუთივე გამოცდა, ხუთივე წარმატებით და გახდა სტუდენტი”.
ამჯერად კი აქვეყნებს ჩარიცხვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, არჩილი ტექნიკურ უნივერსიტეტში შეისწავლის სამართალს.
“ვულოცავ არჩილ მუსელიანცს სტუდენტობას, ვუსურვებ ყველა ოცნება აუსრულდეს!” – წერს ქალბატონი ცარო.
