არჩილ თალაკვაძე – ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა „სუპერ პაკს“ ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, რას მოიტანს

ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა „სუპერ პაკს“ ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, რას მოიტანს, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისივე აზრით, სა და მისი განცხადებების შეფასებას ნაკლები დრო უნდა დაეთმოს.
„საზოგადოებას უფრო საინტერესო საკითხები აქვს, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დრო სწორედ ამ საკითხებზე საუბარს უნდა დავუთმოთ, მით უმეტეს, რომ საარჩევნო წელი იწყება.
მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ილუზია ნუ ექნებათ, რომ ბევრ დროს მათ განცხადებებზე საუბარს დავუთმობთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი – „სუპერ პაკი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე