არჩილ თალაკვაძე ფარცხალაძეზე – რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მტკიცებულებები არ არის გადმოცემული – იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მაინც იქნება

გამოძიება დაწყებულია და ახალი ამ რეკომენდაციაში არაფერია, ეს უკვე გააკეთა საქართველომ. რაც შეეხება გამოძიების შემდგომ ეტაპს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მტკიცებულებები არ არის გადმოცემული – იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მაინც იქნება, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით -ის ელჩის განცხადებას.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ფარცხალაძესთან მიმართებით სახელმწიფომ კანონის სრული დაცვით იმოქმედა.
„ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ელჩების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას და ამ შემთხვევაშიც ეს ასეა. რაც შეეხება სანქციებს, იმ რაუნდში, როცა ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოცხადდა სანქციები, ასევე სანქცირებული იყო ასეულობით პირი საჯარო უწყებებიდან, ბიზნესიდან, მედიიდან და ა.შ. და ათეულობით პირს ამავე რაუნდში მოეხსნა სანქციები. ეს ომის მიმდინარეობისას არის პროცესი, რომელშიც არაერთი საერთაშორისო მხარეა ჩართული და ხდება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა. რაც შეეხება გამოძიებას, თქვენ იცით, რომ ფარცხალაძესთან მიმართებით სახელმწიფომ იმოქმედა კანონის სრული დაცვით, როგორც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეობის საკითხზე, ასევე საგამოძიებო სტრუქტურებმა იმ გარემოებებზე, რაზეც იყო გამოძიება დასაწყები. გამოძიება დაწყებულია და ახალი ამ რეკომენდაციაში არაფერია. ეს უკვე გააკეთა საქართველომ. რაც შეეხება გამოძიების შემდგომ ეტაპს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა პირის დასანქცირება, არ არის გადმოცემული, რომ მისი შესწავლის და სრულფასოვანი შეფასების საშუალება ჰქონდეს პროკურატურას. როგორც ვიცი, არის მოლოდინი და იმედი ვიქონიოთ, მტკიცებულებები მომავალში მაინც იქნება გადმოცემული,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ს ახალი ელჩის, ს განმარტებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ.