არჩილ თალაკვაძე – სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, ამიტომ საზოგადოებრივი აზრის დამუშავება მიმდინარეობს, რომ შეწყალება მისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყო

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ს შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, ამიტომ მიზანმიმართულად მიდის საზოგადოებრივი აზრის დამუშავება, რომ შეწყალება მისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისადმი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება შეაფასა.
მისივე თქმით, ს მიერ გაკეთებული განცხადება, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული სხვა განცხადებები, ერთიანი ხაზის ნაწილია, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი კლიმატი შეუქმნან იმისთვის, რომ მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.
„საზოგადოებას აჩვევენ და საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ იმისთვის, რომ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება იყოს ნაკლებად დამაზიანებელი ქალბატონი სთვის. ეს არის ერთიანი ხაზი მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი და მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა ამისათვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მითუმეტეს, იმ საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღვის, ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება. ის საზოგადოების უდიდესი ნაწილისაგან დიდ კრიტიკას მიიღებს და ძალიან დიდი მიუღებლობა იქნება ამ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ მიზანმიმართულად მიდის საზოგადოებრივი აზრის დამუშავება,“ -განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველი გუნდის დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მოწოდება, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებაზე ერთიანი მოთხოვნის ჩამოყალიბებას ემსახურება.
„არ გამოვრიცხავ, მას სურს, რომ მთელმა ოპოზიციამ მოსთხოვს სააკაშვილის შეწყალება და ამ მოტივით მიიღოს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.