არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობიდან“ მელიას გასვლაზე – ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა – ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საერთო წნევა ოპოზიციას დაბალი აქვს

ამას გადაწყვეტილებას ვერც დავარქმევთ, ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე ს მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია „ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას”.
„თან უნდა დავაკვირდეთ ვინ არის ნიკა მელია. მელია არის ადამიანი, რომელმაც თქვა, არ გადავიხდი ჯარიმასო და გადაიხადა, არ შევალ პარლამენტშიო და შევიდა, თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა. ანუ ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას. მის განცხადებაში კიდევ ერთი წამოცდენა იყო, მან თქვა, მთავარია რაოდენობაო, ეს იყო ერთგვარი აღსარება ე.წ. ახალი პარტიის შექმნის წინ, ანუ მიდის ოპოზიციის შიგნით ვაჭრობა რაოდენობებით, საზოგადოებას და მოქალაქეებს არ აღიქვამენ როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს, არ აღიქვამენ როგორც საზოგადოებას, ვინც აფასებს ამ ყველაფერს და ახსოვს, რას ამბობდნენ და აკეთებდნენ წარსულში, მხოლოდ რაოდენობებზე საუბრობენ შიგნით. რეალურად ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საერთო წნევა ამ ოპოზიციას აქვს დაბალი“,- განაცხადა თალაკვაძემ.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.