არჩილ თალაკვაძე: ვინაიდან პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო სივრციდანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადა – არის თუ არა ეს რეალური ცვლილება, დრო გვიჩვენებს

ვინაიდან პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი სწორედ საპარლამენტო სივრციდან არის წარდგენილი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადეს, რომელიც ფაქტია, საზოგადოებას მოეწონა – ეს არის თუ არა მართლაც რეალური ცვლილება რადიკალურ ოპოზიციაში, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სცადეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სხდომებზე ოპოზიციონერი დეპუტატების ქცევებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, იყო მოლოდინები, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გამოცდილი საპარლამენტო ლიდერის წარდგენა შეცვლიდა გარკვეულწილად იმ პოლიტიკურ გარემოსა და რეალობას, რომელშიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია იყო. კიდევ ერთი მიზეზი, რასაც არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ქცევის შეცვლას უკავშირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ „ზემდგომი პირების“ რჩევაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა და მათმა პატრონებმა პრინციპში დაინახეს ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 წააგო უკვე – ეს იყო სწორედ დესტრუქცია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებიც მიხვდნენ, რომ ეს პარტია არ არის არჩევნების მომგები ასეთი მიდგომებით, ამიტომ აქვთ ახალი რჩევა, ახალი ინსტრუქცია, რაც გინდათ ის დაარქვით ამ ცვლილებას, მაგრამ ფაქტია, ვიღაცამ მათზე უფრო გონიერმა ადამიანმა ეს ყველაფერი დაინახა და ურჩია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ