არჩილ თალაკვაძე – გაუგებარი და მიუღებელია, რატომ გვირჩევს ვენეციის კომისია იმის გაკეთებას, რის წინააღმდეგაც ევროპელი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მისცა ხმა ევროპარლამენტის არჩევნებში

ჩვენთვის მართლა გაუგებარი და მიუღებელია, რატომ გვირჩევს ვენეციის კომისია ჩვენ იმის გაკეთებას, რის წინააღმდეგაც ევროპელი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მისცა ხმა ევროპარლამენტის არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, საქართველოს მმართველი პარტია იცავს უნივერსალურ ღირებულებებს, რომელიც არის ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედი.
„სინამდვილეში, ჩვენ ვიცავთ უნივერსალურ ღირებულებებს, რომელიც არის ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედი, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე სასიცოცხლო და საინტერესო საკითხებს. ეს რეკომენდაციები მთლიანად აცილებულია და არანაირად არ ეთანხმება და არ გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აზრს და განწყობას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია