ჩვენთვის მართლა გაუგებარი და მიუღებელია, რატომ გვირჩევს ვენეციის კომისია ჩვენ იმის გაკეთებას, რის წინააღმდეგაც ევროპელი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მისცა ხმა ევროპარლამენტის არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, საქართველოს მმართველი პარტია იცავს უნივერსალურ ღირებულებებს, რომელიც არის ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედი.
„სინამდვილეში, ჩვენ ვიცავთ უნივერსალურ ღირებულებებს, რომელიც არის ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედი, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე სასიცოცხლო და საინტერესო საკითხებს. ეს რეკომენდაციები მთლიანად აცილებულია და არანაირად არ ეთანხმება და არ გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აზრს და განწყობას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.