“დღეს ჩემი პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დამიკავშირდნენ ,,კეთილისმყოფელები” და გადმომცეს: ,,ზევიდან” ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღო, პოსტები წაშალოო და ა.შ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობელემები გექნებაო, შენ ან შენო იჯახის წევრებსო. დღეს საღამომდე მომცეს ვადა გადაწყეტილების მიღების. ხოდა დღეს საღამოს მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს გელოდებით 21 იანვარს 14 საათზე რექტორის არევნებზე, ვთხოვ მედია საშუალებებს დეტალურად გააშუქეთ პროცესი, ლაივში გადაეცით კანდიდატების გამოსვლა. არჩევნების დასრულების შემდგომ მომეცით საშლება გავაკეთო კომენტარი, ბევრ საინტერესო რაღაცეებს გიამბობთ. ვთხოვ ყველა ბსუ-ელს , აკადემიურ პერსონალს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, უნივერსიტეტს ვკარგავთ! უნივერსიტეტს გვართმევენ!
ვფიქრობ უახლოეს დღეებში პროვოკაციებს მომიწყობენ, ჩემთან მოდით მზად ვარ, ოჯახს თავი დაანებეთ.
მინდა გავაფთხილო ,,იცის ვინც” – ჩემს ოჯახის რომელიმე წევს, თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს….. იცი ამას არავის არ შევარჩენ!” – წერს სოციალურ ქსელში ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია ფლორა და ფაუნას გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.
News.ge აქვე გთავაზობთ არჩილ გუჩმანიძის წინა სტატუსს:
მეგობრებო, დავრეგისტირირდი ბსუ-ს რექტორობის კანდიდატად, რადგანაც:
1. დღეს ბსუ იმყოფება ურთულეს მდგომარეობაში, როგორც არასდროს მაღალი რისკები: ის გადაიქცეს პარტიულ სტრუქტურად და პარტიული ნომენკლატურის თავშესაფრად, დაიკარგოს აკადემიური და საგანმანათლებლო თავისუფლება, შეილახოს ბსუ-ს რეპუტაცია, მაღალი ალბათობა იმისა, რომ კრიტიკულად შემცირდეს ან საერთოდ განულდეს საერთაშორისო გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები – წამყვან დასავლურ უნივერსიტეტებთან, ისევე როგორც ინფრასტუქტურული და შესაძლებლობათა განვითარების მხარდამჭერი საერთასორისო გრანტები და სხვა;
2. ვარ ბსუ-ელი, ბსუ ჩემი ალმა-მატერია, 2001 წლს დავამთავრე ბსუ-ს ბაკალავრიატი – წარჩინებით, ვარ ბსუ-ს ბაკალვარების პირველი თაობა, 2003 წელს დავამთავრე ბსუ-ს მაგისტრატურა, ასევ წარჩინებით, ვარ ბსუ-ს მაგისტრების პირველი თაობა, 2008-2013 წლებში გავიარე ბსუ-ს დოქტორანტურა, 2013 წელს ბსუ-ში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და ბსუ-მ მომანიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2015 წელს ბსუ-ში ვკითხულობდი ლექციებს (სამსახუროებრივი გარემოებების გამო, მომდევნო წლებში ვერ შევძელი სალექციო კურის გაგრძელება), ასევე 2019 წელს ბსუ-ში მიმყავდა მარიკულტურის სასწავლო კურსი. ჩემი შეგნებული ცხოვრების 1/3 -ზე მეტი ბსუ-ს კედლებში გავატარე და არც დანარჩენ წლებში შემიწყვეტია მასთან მჭიდრო ურთიერთობა;
3. გამაჩნია 24 წლიანი (2001 წლიდან) სამუშაო გამოცდილება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებში, როგორებიცაა: იქთიოლოგია, ჰიდრობიოლოგია, მეთევზეობა, და წყლის ბიომრავალფეროვნება. გამაჩნია კერძო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ვიყავი და ვარ აქტიურად ჩართული სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ექსპერტისა და მენეჯერის სახით. ვარ 20 სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი/თანაავტორი. მეთევზეობის, იქთიოლოგიისა და წყლის ბიომრავალფეროვნების მიმართულებით რამოდენიმე ათეული ანგარიშისა და დასკვნის ავტორი. მეთევზეობისა, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების სფეროში რამოდენიმე ნორმატიული აქტის (კანონი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) ავტორი/თანაავტორი;
4. გამაჩნია ჩემი კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეიძლება ბსუ გადავაქციოთ შავი ზღვის და კავკასიის რეგიონში წამყვან სამეცნიერო ცენტრად და საგანმანათლებლო ინსტიტუციად, რაზეც მოგახსენებთ, მოგვიანებით;
5. არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკუ პარტიის რაიმე სახის საარჩევნო სიაში, არასოდეს მიმიღია მონაწილოება პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული განსაზღვრავს ჩემს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და მოტივაციას. ამ უთანასწორო ბრძოლაში აღმოვჩნდი მარტო, სრულად მესმის, რომ ჩემი შანსები დავამარცხო ,,სიბნელე” რბილად, რომ ვთქვა მოკრძალებულია, მიუხედავად ამისა ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე – ჩემი ალმა-მატერის, ჩემი ბსუ-ს გადარჩენისთვის.