არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“ – სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს – მათ დასკვნებს იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ეს დასკვნები იქნება დაწერილი

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს – მათ დასკვნებს იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ეს დასკვნები იქნება დაწერილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ სადამკვირვებლო მისია „ჩემ ხმაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე დაკვირვება შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც ობიექტურია და ს შედეგების მიმართ არავითარი სუბიექტური დამოკიდებულება არ აქვს.
“სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს ადამიანები, რომლებიც გამორჩეულები არიან მათ შორის, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით, ჩვენს ქვეყანაში ბომბების ცვენის სურვილით, ახლა გაერთიანდნენ და უნდათ, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. ერთი რამ არის ცალსახა, რომ არჩევნებზე დაკვირვება შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც არის ობიექტური და არჩევნების შედეგების მიმართ არავითარი სუბიექტური დამოკიდებულება არ აქვს. მაგრამ ვინც თქვენ ბრძანეთ, გინდა იქნება , გინდა იქნება ლომჯარია, ისინი ვერანაირ კონტექსტში ვერ მოატყუებენ საზოგადოებას და ვერ დააჯერებენ, რომ ობიექტურები არიან. შესაბამისად, ამ ადამიანების დასკვნებს, რომლებიც შესაძლოა იყოს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ეს დასკვნები იქნება დაწერილი,” – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა „დედაენის ბაღში“ სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ წარადგინეს. 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.