არჩილ გორდულაძე – რუსეთისთვის სანქციების დაწესება არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ უდიდესი პოლიტიკური რისკი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება

რუსეთისთვის სანქციების დაწესება არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ უდიდესი პოლიტიკური რისკი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება – ყველამ გაითავისოს, რომ ღირსეულ ქართველ ხალხს არ უნდა მოექცე ასე უსამართლოდ და არ უნდა მიუთითო, რომ არაფერი იცის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მოუწოდებ, რომ “შენ არ იცი და მე უკეთ ვიცი, რა გინდა და რა არის შენი ინტერესი”.
სთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას ჩამოშლის. ქართული ეკონომიკისთვის ორჯერ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე ეს იყო პანდემიის პერიოდში. რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის თავში არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ აქვს უდიდესი პოლიტიკური რისკი, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება. ამას მოგვიწოდებენ და თან გვეუბნებიან, ქართველო ხალხო, თქვენ არ იცით, მაგრამ ეს გინდათო. წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს უნდოდეს ეკონომიკური კოლაფსი და ჩვენს ქვეყანაში ომის დაწყების საშიშროების შექმნა.
ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მოუწოდებ, რომ “შენ არ იცი და მე უკეთ ვიცი რა გინდა და რა არის შენი ინტერესი”. ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მაგალითად, მწამებელი რეჟიმის შემქმნელ და შემოქმედ ს უპირობო გათავისუფლებას ითხოვ. ყველამ გაითავისოს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ღირსეული ქართველი ხალხი და მათ არ უნდა მოექცე ასე უსამართლოდ და არ უნდა მიუთითო, რომ არაფერი იცის. კარგად უნდა გაითავისონ, რომ ქართველ ხალხს არ აქვს ინფორმაციის ნაკლებობა და არც ფაქტების ერთმანეთთან შეჯერების და აზრის გამოტანის პრობლემა,” – განაცხადა გორდულაძემ.