არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროზე – თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელების, რა რეაქცია ექნებათ?!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველსმოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს.
„საინტერესოა თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, პირდაპირ მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელებისა, მაშინ რა რეაქცია ექნებათ?! ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ ს შემთხვევაში ვინმემ სხვამ, თუნდაც ქართველმა რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთოს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს იმიტომ, რომ და იმიტომის მერე რატომ არ ცნობენ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება?! შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველსმოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ურჩევნიათ ამ ადამიანებს რომ გაჩუმდნენ მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხის პასუხი იქნება რა თქმა უნდა ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას“. ბიუროს აზრით, “პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი უნდა გადაიდოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა