არჩილ გორდულაძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – ვიხილეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ დაირაზმნენ და განაცხადეს, რომ „რუსული კანონი“ მიიღება – ჩვენ ეს ფილმი ნანახი გვაქვს და ქართული საზოგადოება არ მოტყუვდება

რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორ დაირაზმნენ, როგორ ჩამოდგნენ და განაცხადეს, რომ საქართველოში მიიღება „რუსული კანონი“ – ჩვენ ეს ფილმი ნანახი გვაქვს, ეს ფილმი ვნახეთ 2023 წელსაც, 2024 წელსაც და ახლაც ვხედავთ, ქართული საზოგადოება არ მოტყუვდება ამ მავნებლების გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მიუხედავად,- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გრანტების მიღების საკითხის დარეგულირების შესახებ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ჟურნალისტის კითხვას.
გორდულაძის თქმით, ლომჯარია და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ, რომ თავიანთი ბნელი ზრახვები დამალონ სხვადასხვა განცხადების უკან.
„საქართველოში მიიღება ქართული კანონები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესს შეესაბამება. ახლა ეს ადამიანები, თავიანთი ზე დემოკრატია რომ აქვთ, ჩამოდგნენ თავიანთსავე ორგანიზაციებში და ვერ გაურკვევიათ პარტიის სახელით აკეთებენ განცხადებას თუ არასამთავრობო ორგანიზაციის. მაგალითად, ლომჯარიას შემთხვევაში სახალხო დამცველი არის თუ არა, ვერ გაუგია ჯერ კიდევ. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ისევ და ისევ მოატყუონ საზოგადოება და თავიანთი ბნელი ზრახვები დამალონ სხვადასხვა განცხადებების უკან. მაგალითისთვის, ჩვენ ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები 2022 წელს იყვნენ აქციაზე, აორგანიზებდნენ აქციას და ცდილობდნენ, რომ ჩამოეყალიბებინათ ტექნიკური მთავრობა, რა არასამთავრობოს საქმეა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა?!
ასევე, ჩვენ გვახსოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სოკოებივით წამოიზრდებიან ხოლმე, შემდეგ იღებენ დაფინანსებას სხვადასხვა უცხოური ფონდიდან და მერე ამ თანხებს ახმარენ მაგალითად: „მოლოტოვის“ კოქტეილის სროლის რომანტიზებას. ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ცოცხლად დაწვას, ამ ადამიანებს უწოდებენ გმირს და ცდილობენ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებას გმირად შეასაღონ. როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა არაერთი გმირი, ვერასდროს ვერ გახდება გმირი და რაც არ უნდა აფინანსონ უცხოურმა ფონდებმა და უცხოურმა ძალებმა, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, სამართალდამცავის და ზოგადად, ადამიანის დაწვაში ბრალდებულ და მსჯავრდადებულ ადამიანს ვერასდროს ვერ დაერქმევა გმირი”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ თუ გრანტის ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახურება, თანხმობა გასცეს და შესაბამისად ადამიანებმაც მიიღონ გრანტები.
„ჩვენი საკანონმდებლო ცვლილება მარტივია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებმაც კანონი დაიცვეს და გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდნენ, კეთილსინდისიერად დამორჩილდნენ კანონს. მაგალითად: ლომჯარია, კაპიტანი გიგაური და სხვა მისი დანი და ძმანი, რომ ამბობენ, რომ ისინი წარმოადგნენ საზოგადოებას, აბსოლუტური ტყუილია. არავითარი ლეგიტიმაცია მათ არ გააჩნიათ ქართველი ხალხისგან და პირიქით – მარგინალიზებულები არიან. ეს ადამიანები ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოების სახელით ილაპარაკონ. ისინი, რეალურად, არც არასამთავრობო ორგანიზაციების არ წარმოადგენენ. ისინი ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები არიან, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ან ნაცისტურ გერმანიაში, რომ არსებობდა პარტიული დანაყოფები, ზუსტად ანალოგია. საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ თუ გრანტის ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახურება თანხმობა გასცეს და შესაბამისად ადამიანებმაც მიიღონ გრანტები, მაგრამ თუ არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესს და ისევ შეეცდებიან, მილიონობით ლარები, დოლარები და ევროები ჩარიცხონ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, შემდეგ კარგი, ლამაზი სახელით შეფუთონ მათი აქტივობები. რეალურად, მაგალითად, „აკერმანის“ ტრენინგები დააორგანიზონ, სადაც ძალადობრივ და სისხლიან რევოლუციაზე დაატრენინგებენ ადამიანებს. გვახსოვს საზოგადოებას, მათ შორის, გამოჟონილი ჩანაწერებიც, სადაც ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ აქციაზე ბულდოზერები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქნება ძირშივე აღკვეთილი და თუ მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს რომელიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირი გრანტს, მაშინ მას მოუწევს, რომ გადაიხადოს ჯარიმა გრანტის ღირებულების ორმაგი ოდენობით. სკოლებში ან უნივერსიტეტებში, თუ გრანტს იღებს მოსწავლე უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზნით, ასეთ გრანტებზე არ გავრცელდება მთავრობის მიერ თანხმობის მიღება. ასევე, არ გავრცელდება სპორტთან დაკავშირებით გრანტებზე და ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩაურიცხავს კონკრეტულ თანხას“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მგონია, რომ ზვიადი, ილია, კოსტავა ყველა ციხეში ზის დღეს ამ ბიჭების [სინდისის პატიმრების] სახით იმდენად გონიერები, გმირები არიან… გაუძელით, ჩვენ გავიმარჯვებთ… მზია ამაღლობელი კი, არის ამ მთავრობის შავი ლაქა

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს