არჩილ გორდულაძე – გიორგი გახარია ცდილობს აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის, მაგრამ კარგად ვიცით, ვინც არის – მათი „ნაცებთან“ დაპირისპირების მცდელობა ფარსი და ტყუილია!

გიორგი გახარია ცდილობს აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის, მაგრამ კარგად ვიცით, ვინც არის – მათი „ნაცებთან“ დაპირისპირების მცდელობა ფარსი და ტყუილია! – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა.
გორდულაძის თქმით, “ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთი ნალანძღი ჰყავთ, მაგრამ პატრონების დავალების შესაბამისად გაერთიანებული არიან“.
“გიორგი გახარიამ თავადვე აღიარა, რომ ს გადასარჩენად ერთ-ერთ ელჩთან კონსულტაციები გაიარა და მის გამო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. რაც არ უნდა განცხადებები აკეთოს გახარიამ, წარსულს ვერ ჩამოირეცხავს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურყევი კავშირი აქვს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძოლაში გადაჯაჭვული არიან.
მისი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და ამით მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდოს, რაც არ გამოსდის და არც გამოუვა. ეს ადამიანი თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება.
„ნაცმოძრაობაში“ რეალური დაპირისპირება არ არსებობს. მათთვის მთავარია, დავალება რა იქნება – ამის შესაბამისად, ისევ ერთად დადგებიან. მათი დაპირისპირების მცდელობა ფარსი და ტყუილია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს