არჩილ გორდულაძე – ბოროტი კლოუნი, ჯაშუში მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაეჩვია რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნარატივს – როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ვერ შეიცვლის ზნეს მიხეილ სააკაშვილი

ეს ბოროტი კლოუნი, ჯაშუში ვერ გადაეჩვია რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნარატივს და ვერ გამოვიდა ჯოხით დამუქრებიდან, ძალადობის მუქარისგან – როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ვერ შეიცვლის ზნეს მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „რომ ხალხს შედეგი სჭირდება და თუ ხალხი რეგიონებიდან ჩამოგყავს, უკან გამარჯვების გარეშე არ უნდა გაუშვა“.
გორდულაძის თქმით, სააკაშვილი საზოგადოების ერთ ნაწილს მოუწოდებს იძალადოს მოქალაქეების იმ ნაწილზე, რომელიც მათ არ ეთანხმება.
„ეს ბოროტი კლოუნი, ჯაშუში მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაეჩვია რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნარატივს და ვერ გამოვიდა როზგიდან, ჯოხით დამუქრებიდან, ძალადობის მუქარისგან. ეს ადამიანი ვერ ასრულებს, რასაც აკეთებდა 2004-2012 წლებში და საზოგადოების ნაწილს, თავის მხარდაჭერებს თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს მოუწოდებს, იძალადონ საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე, უმრავლესობაზე, რომელიც მათ არ ეთანხმება. ეს არის მათი ნარატივი, იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს, არც ქართველი ხალხის ინტერესს, არც ჩვენს მშობლებს და შთამომავლობას. ძალადობისკენ მოუწოდებენ ხალხს. ვერ სწავლობს ჭკუას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაშია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების გამო და დიდი ხანია, სასჯელს იხდის, ვერ მოეგო გონს, ვერც მოეგება. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ვერ შეიცვლის ზნეს მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები. ეს არის მათი ჯაშუშური საქმიანობის კიდევ ერთი გამოვლინება. ვერ ასრულებენ საკუთარ დავალებებს და იქამდე მივიდნენ, რომ უნდა იძალადონ საჯარო მოხელეებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ჩვენი გუნდის მხარდამჭერებზე, რომ როგორმე მათი სურვილები შესრულდეს. ამ სურვილების შესრულებას ვერ ეღირსებიან. და რომ ვერ ეღირსებიან, ამიტომ არიან გაწიწმატებულები“, – განაცხადა გორდულაძემ.