არჩილ გორდულაძე – ს განცხადებები მცდელობაა, როგორმე გაემიჯნოს ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელოელ“ და „გახარიელელ“ „ნაცებს“ – ეს არის მცდელობა, როგორმე გადარჩნენ და საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს, არ არიან „ნაცები“

ალეკო ელისაშვილის განცხადებები არის მცდელობა, როგორმე გაემიჯნოს ძველი „ნაცები” და ახალი „ნაცები” „ლელოელ” და „გახარიელელ” „ნაცებს“ – ეს არის მცდელობა, როგორმე გადარჩნენ, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს, არ არიან „ნაცები”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ახალი არაა, რომ ელისაშვილი აცდენილია აბსოლუტურ რეალობას.
„მისი განცხადებები, მისი ხელის ჩამორთმევები, ხვევნა-კოცნა, თუ გადახვევა იმ პირებთან, რომელთაც მანამდე ლანძღავდა, არ არის უცხო. საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ ლანძღავდა იგი, მაგალითად, ხაზარაძეს, რას უწოდებდა და მერე ის მისი ჩვეულებრივი, ყურმოჭრილ მონად გადაქცეული პირი აღმოჩნდა. ამავდროულად, მისი განცხადებები არის მცდელობა, როგორმე გაემიჯნოს ძველი “ნაცები” და ახალი “ნაცები” “ლელოელ” და “გახარიელელ” “ნაცებისაგან”. ეს არის მცდელობა, როგორმე გადარჩნენ და როგორმე დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს, არ არიან “ნაცები”. ეს განცხადებები ამ ყველაფერს მიუთითებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან “ლელოელები”, “გახარიელები”, ძველი და ახალი “ნაცები”. ეს ის “კლასტერია”, რომელიც ფინანსდებიან, რომლებიც დავალებებს გარედან იღებენ და რომლებიც იბრძვიან, მათ შორის, იმისთვის რომ ჩამოშალონ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება, ძალადობრივად დაამხონ და შეცვალონ ხელისუფლება მიზანი არის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნან და ამაში ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართული არიან “ლელოელი” და “გახარიელი” “ნაცებიც”. ამიტომაცაა რომ ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” გაერთიანებული სამი პარტიის აკრძალვა, რათა მოხდეს როგორმე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა აგენტურისაგან გათავისუფლდეს,” – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ს ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.
მისი თქმით, ს ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“.
„შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო – „ქართულ ოცნებას“ ახლაც მუხანათობა აქვს ჩაფიქრებული, არ აგვკრძალავენ, „ნაცმოძრაობისა“ და გვარამიას ხალხი კი ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას,” – განაცხადა ელისაშვილმა.