არჩილ გამზარდია: ყველა ოპოზიციონერზე მეტად გაპროტესტებთ, გამხელთ და ბრალს გდებთ. მას შეედავეთ

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

არც ერთ ოპოზიციონერს ისე არ დაუსაბუთებია “ქართული ოცნების” მავნებლობა, როგორც ასაბუთებს ყოველდღიურად საკუთარი მმართველობითი სისტემის ანტისახელმწიფოებრიობას.
ასეთი შეუდავებელი მხილებით უნდა დადგეს მმართველი პარტიის როგორც პირდაპირი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
არა ოპოზიცია, თვითონ ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს რა კორუმპირებული და ანტისახალხო ხელისუფლება გვყავს. – რომელი თქვენგანიც ამ თეზისს ეწინააღმდეგებით, ივანიშვილს გაუპროტესტეთ, ოპოზიციას კი არა, ის გდებთ ყველა ბრალდებას და თავადვე ამტკიცებს “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრიობას.
აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციონერზე მეტად ბიძინა ივანიშვილი გაპროტესტებთ, გამხელთ და ბრალს გდებთ.
მას შეედავეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

ირაკლი კირცხალია გიორგი შარაშიძეს – როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ