არჩილ გამზარდია: საპატრიარქო-რადიკალებს შორის განქორწინება ბიძინას დაბრუნებასთანაა კავშირში

“შესაძლოა ვცდები, მაგრამ მიჩნდება ვერსია, რომ ეს საპატრიარქო-რადიკალებს შორის განქორწინება ბიძინას დაბრუნებასთანაა კავშირში, კერძოდ, ბიძინას პოზიციონირებასთან ევროპის მიმართ.
თუ ბიძინას ახლა სჭირდება რომ ამტკიცოს თავის ევროპელობა, ის მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, გარკვეული კომპრომისებით მოწინააღმდეგის მოდუნება მას კარგად ხელეწიფება ხოლმე. თუ ჩემი ჰიპოთეზა ნაწილობრივ მაინც არის რეალისტური, ბიძინამ, საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად, უახლოეს ხანში ეს რადიკალური ჯგუფები უნდა გაანეიტრალოს, ერშიც და ასე ვთქვათ, ბერშიც (თუ შიო დალაგდება ბიძინასთან პატრიარქობაზე, თავადვე გაანეიტრალებს ან დროებით დააკონსერვებს ალტინფოურ-მმკ-სებურ სასულიერო პირებს). ერში კი ჯერ ამ რადიკალებით, საჭიროების შემთხვევაში “ხალხის ძალა” და მისთანებით შესაძლოა, რაღაც პროპორციით რეზერვისთვის დაიტოვოს პრორუსული მიმართულებებით სამომავლო შესაძლო საჭიროებების მიზნით, ან ნაწილი კი არ დახუროს, არამედ დააკონსერვოს დეაქტუალიზაციის გზით. ოპოზიცია იმდენად არასდროს აღიარებს, რომ ბიძინას ევროპელებთან დალაგება შეუძლია და უნდა კიდეც, რომ არაფრით აღიარებენ ამ შესაძლებლობას პროცესშიც კი, რადგან ოპოზიციის ერთადერთი ნიშა ბიძინას რუსობის პროპაგანდაა.
ერთი სიტყვით, ვნახოთ პროცესები სად და როგორ წავა,” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ