არჩილ გამზარდია სანდოდ არ მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა

“ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თითქოს მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა. გამზარდიასთვის უცნობია, ბაჩიაშვილის ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას.
“ბუნებრივია, ჩვენ არ გვეხელეწიფება, რაიმე ინფორმაცია ან მივიღოთ უნდობლად ან სანდოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვუსმენთ მხოლოდ მხარეს, რომელიც ლაპარაკობს და თავისთავად, ჩვენთვის შეუძლებელი იქნება ამ ყველაფერში სიმართლე ან ტყუილი გამოვადნოთ. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი ძნელია. არ ვიცი, ბაჩიაშვილი საკმაოდ შეუმჩნეველი ფიგურა იყო და მისი ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას, ან პირიქით, ამის წინააღნდეგ წასვლას. მეტიც, სანამ ბაჩიაშვილი ასოცირებული იყო ივანიშვილთან, მისგან ანტიდასავლური პროპაგანდა ბაჩიაშვილის პერსონას კი არ შეეხებოდა იმდენად, ბიძინა ივანიშვილს უფრო შეეხებოდა და კიდევ ერთხელ, საზოგადოება იტყოდა იმას, რომ, აი ივანიშვილი თავისი სანაცნობო სივრციდან, ყოფილი თუ არსებული პარტნიორებიდან ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. ანუ, ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და ამ შემთხვევაში მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ, მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე არ ვიცი ტყუილი და მართალი და მხოლოდ და მხოლოდ ინტუიტიურად ვმსჯელობ. უბრალოდ ამ ნაწილში მე მაინდამაინც სანდოდ ვერ ვუყურებ”- განაცხადა გამზარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად