“ვინც გინდა იყოს პატრიარქი, შეუძლებელია მას ჰქონდეს ივანიშვილზე მეტი წონა, ეს ჰქონდა ილია მეორეს” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, არჩილ გამზარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქ ილია მეორეს ავტორიტეტი, რეპუტაცია, ძალაუფლება და გავლენა საბოლოოდ ხელშეუხებელი იყო და “იქ ივანიშვილი აშკარად იყო უფრო მცირე რესურსებით”.
ვინც გინდა იყოს პატრიარქი, შეუძლებელია მას ჰქონდეს ივანიშვილზე მეტი წონა, ეს ჰქონდა პატრიარქ ილია მეორეს. ანუ ამ შეჭიდებაში, საეკლესიო და საერო ძალაუფლების შეჭიდებაში, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა რა აკეთა სახელმწიფომ, კრეფსებიდან დაწყებული, კამპანიებით და ა.შ. გაგრძელებული, პატრიარქ ილია მეორეს ავტორიტეტიც, რეპუტაციაც, ძალაუფლებაც და გავლენაც იყო ხელშეუხებელი საბოლოოდ, იქ ივანიშვილი აშკარად იყო უფრო მცირე რესურსებით. მაგრამ ვინც გინდა იყოს პატრიარქი სინოდის ამჟამინდელი მოცემულობიდან, არ აქვს მნიშვნელობა, ის ივანიშვილთან ვერ მოვა ოპონირებაში იმიტომ, რომ ივანიშვილი, დღეს, ასე თქვათ, ცოცხალი ადამიანებიდან არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე.
ამიტომ ეს დაზღვევა, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, ივანიშვილს აქვს. მიტროპოლიტი შიო იქნება, იობი, დანიელი თუ ნებისმიერი, ისინი ბევრად ნაკლებ წონას ფლობენ საზოგადოებაზე ზეგავლენის რესურსით,” – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.




