არჩილ გამზარდია: დეკანოზი ჯაღმაიძე, დიდი ხნის წინ, ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით დამემუქრა

პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია ამბობს, რომ დიდი ხნის წინა, მას დეკანოზი ჯაღმაიძე ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით დაემუქრა.

როგორც გამზარდიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სასულიერო პირმა პირდაპირ დაურეკა და პასუხი მოსთხოვა სტატიაზე, რომელიც მის შესახებ დაწერა.

პოლიტილოგი ამბობს, რომ, რომ არა ადამიანები, რომლებიცმას, მათ შორის ეპისკოპატში, მფარველობენ, შესაძლოა, სხვანაირ მოცემულობაში აღმოჩენილიყო.

დეკანოზი ჯაღმაიძე, რომელსაც მე მამა ანდრიას ვერასოდეს ვუწოდებ, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის წინ, ოჯახის წევრების ანგარიშსწორებით დამემუქრა ტელეფონზე. დამირეკა და ისე. მე სტატია დავწერე, გარკვეულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდებოდა მას და მოსაყდრეს, მათ შორის, არც ისე კანონიერი ფაქტორების შესახებ. ამაზე დამიბარეს, მეუფე შიოსთან, მე ვთქვი, რომ მეუფე შიოსთან არაფერი სალაპრაკო არ მქონდა, ერთმანეთში არკვიეთ და ჩემან ასე იოლად ვერ მოხვალთ, რომ არა ადამიანები, რომლებიც  მჯერა, რომ მფარველობენ, მათ შორის ეპისკოპატში, შესაძლოა, სხვანაირ მოცემულობაში აღმოვჩენილიყავი. დამემუქრნენ, შენ რეებს ლაპარაკობ, არ დაგავიწყდეს რომ ოჯახი და შვილები გყავსო, – თქვა გამზარდიამ.