,, არჩეულ გზას რეალურად მიყავს იქამდე, რომ ერთადერთის ნაცვლად დარჩება მარტო” – რას წერს ?

ანალიტიკოსი :
,,საერთოდ, ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ისტერიული პრეტენზია “ჭეშმარიტებაზე” მონოპოლიის დამკვიდრებაზე, სიზიფეს შრომად მიმაჩნია და ჩემში მხოლოდ ირონიული დაკვირვების სურვილს იწვევს. შესაბამისად, არც ვრეაგირებ მის ჰიპერ-აქტიურ მცდელობაზე, ყველას “გადაუაროს” და ერთადერთ “ნათელ” წერტილად დარჩეს სამყაროში.
თუმცა, მისი ბოლოდროინდელი მცდელობები, რომ ჩემი მოსაზრებები უაპელაციოდ დააკავშიროს ხაზარაძესთან, არა მისთვის, არამედ ჩემი მეგობრებისთვის საჭიროებს მცირე განმარტებას – არც ხაზარაძესთან და არც მის პარტიასთან არც პარტიული, არც იდეოლოგიური, არც ფინანსური და არც რაიმე სხვა ტიპის, ქალბატონი თამარის ფანტაზიებში, ან სამზარეულოში წარმოშობილი კავშირი არა მაქვს. შესაბამისად, ჩემი ნაფიქრის “პროდუქტი” აბსოლუტურად ნატურალურია.
მიკვირს, რატომ უჩივის სხვას ცილისწამებაზე, როდესაც თუნდაც ჩემთან მიმართებაში ის ცილისწამების ნამდვილ რეციდივისტად ჩამოყალიბდა.
მეორეს მხრივ, მესმის მისი დაუოკებელი სურვილი იყოს ერთადერთი და განუმეორებელი.
…მაგრამ არჩეულ გზას რეალურად მიყავს იქამდე, რომ ერთადერთის ნაცვლად დარჩება მარტო და განუმეორებლის ნაცვლად დარჩება მრავალჯერ განმეორებადი, აბსურდსა და თვითგანდიდების დაუოკებელ სურვილებში.“