არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს

არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს
როგორც ვაკვირდებით, „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ უკვე დიდად აღარ ცდილობენ რომ მოიტყუონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხზე. პირდაპირაც განაცხადეს, რომ ბოიკოტს არ უცხადებენ, ასე რომ კარგია, თუ საბოლოო ჯამში ამ ტყუილს თავს დაანებებენ, უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ბუდაპეშტში ვიზიტის დროს მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც და არმიღებაც კარგი იქნება, რადგან პირველ შემთხვევაში საზოგადოება მათ მორიგ ჯერზე გამოუტანს განაჩენს, მეორე შემთხვევაში კი ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას საბოლოოდ ჩაეხსნებიან.
„სინამდვილეში, ჩვეულებრივად პოლიტიკური თანამდებობებისკენ იყურებიან – რა შეიძლება მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, საბოლოო ჯამში ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, მათ შორის მათ ამომრჩევლებს, პარტიები არ ატყუებდნენ. რაც უფრო მალე დაასრულებენ ამ ტყუილს და თუ გამბედაობა ეყოფათ, რომ პირდაპირ თქვან და თვალში ნაცარი არ აყარონ საკუთარ ამომრჩეველს, ეს მხოლოდ კარგი იქნება.
მეორე მხრივ, ზოგადად მივესალმებოდი, რომ რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით უკეთესი. ექსტრემისტებს არაფერი ესაქმებათ როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასე რომ, მათ მიერ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან ყველანაირი პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ ესეც კარგია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოუტანს მათ საზოგადოება განაჩენს არჩევნებზე“, – აცხადებს პაპუაშვილი.
Previous: უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში