არჩევნებში მონაწილეობა 2 060 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. -ს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა იყო 58,94%. არჩევნებში მონაწილეობა სულ 2 060 412 ადამიანმა მიიღო.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ ეს არ არის საბოლოო რიცხვი. მასშია ასახული არ არის საზღვარგარეთ არსებული უბნებისა და საქართველოს 5 უბნის მონაცემები.
“ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 337 საჩივარი. ძირითადად საჩივრები დაწერილია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, უბნის გარეთ მომხდარი ფაქტები, აგიტაციის წესის დარღვევა, დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა”, – განმარტავს ცესკო-ს პრეს-სპიკერი, ნათია იოსელიანი.
რაც შეეხება პირველად მონაცემებს, უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56,11% იყო.
2012 წელს – მაშინ, როცა ხელისუფლება შეიცვალა – არცევებში მონაწილეობა 2 197 243-მა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60,8% იყო.
უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების მეშვეობით ჩატარდა, რაც იძლევა საშუალებას, ხმები უფრო სწრაფად დაითვალოს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, საზღვარგარეთ კი კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურა. საქართველოში მუშაობდა 3 044 უბანი, მათ შორის, 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იყო გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შეიქმნა 67 საარჩევნო უბანი.
საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.
ამავე თემაზე:
· 17:00 საათისთვის აქტივობა 50,6% შეადგენს
· 15:00 საათი: საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 1 454 837-მა ამომრჩეველმა
· 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 22,22%-ია
· 10:00 საათი: ამომრჩეველთა აქტვივობა 9,27%-ია