არჩევნებში დარეგისტრირდა 17 პარტია – ენმ-მა და ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს

არჩევნებში დარეგისტრირდა 17 პარტია – ენმ-მა და ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს – ისინი თვითმმართველობის სთვის არ დარეგისტრირდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 17 პარტია დარეგისტრირდა.
ცნობილია პარტიები, რომლებიც საარჩევნო ნომრებს ინარჩუნებენ:
· ნომერი 8 – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
· ნომერი 9 – ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!;
· ნომერი 25 – გახარია საქართველოსთვის;
· ნომერი 36 – ახალი პოლიტიკური ცენტრი (შემოკლებული დასახელება “გირჩი”)
· ნომერი 41 – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.
ხოლო, დარჩენილ 12 პარტიას საარჩევნო ნომერი მომავალში მიენიჭება.
· ჩვენი გაერთიანებული საქართველო;
· საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “კონსერვატორები საქართველოსთვის”;
· საქართველო;
· თავისუფალი საქართველო
· მწვანეთა პარტია;
· მემარცხენე ალიანსი;
· მესამე გზა
· ქართველ ერთობა;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – მამული, ენა, სარწმუნოება;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – სახალხო ხელისუფლება;
· დემოკრატთა ალიანსი
თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, უკვე გამოსცა.