“არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა უკვე დიდი ხანია ცნობილია” – ნიკოლოზ მეტრეველი

ახლა რა ხდება: საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია უკიდურესად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და გამარჯვებულის ვინაობაც უკვე დიდი ხანია ცნობილია – „ქართული ოცნება “ ყველა ოლქში ( მათ შორის თბილისში ) პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. შესაბამისად, ვხედავთ მკაფიო ტენდენციას, როდესაც ჩამოშლილი ოპოზიცია ყველა ბინძური მეთოდით ცდილობს მუხტის აწევას. ამის მკაფიო დასტურია ხანდაზმული თაღლითების მიერ დადგმული დღევანდელი იაფი შოუ, რომლის თანახმად – თითქოს, მათ პარტიულ ღონისძიებას ვიღაცამ კვერცხები დაუშინა. სინამდვილეში, თუ დღეს ვინმეს დაძაბულობა არ სჭირდება სწორედ მმართველი გუნდია და ზოგადად დაარსების დღიდან „ქართული ოცნების “ ხელწერა არასდროს ყოფილა მსგავსი მეთოდებით ბრძოლა, ამას ხედავს და აფასებს ქართველი ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობაც. და ბოლოს, როგორც მედია და ახალი ტექნოლოგიების მაგისტრი, „ლელოს“ დღევანდელი პროვოკაციის მხილების საილუსტრაციოდ, ჩემს პოსტს ვურთავ მათ მიერ გამოფენილ უნიჭო ლოგოს, რომელიც ინცინდენტიდან სულ რაღაც 5 წუთში გამოფინეს, რაც დამერწმუნებით სრულიად ნათელს ხდის და ადასტურებს, რომ ყველაფერი თავიდანვე იყო დადგმული.