მითია… ბოიკოტი აბსურდია” – სალომე ზურაბიშვილი

“ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩატარდეს ადგილობრივი , ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც შემოგდებულია ქართული ოცნების მიერ, იმისთვის რომ დააპირისპიროს და გახლიჩოს ოპოზიცია. იმისთვის რომ დააპირისპიროს არარსებული არჩევნების მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები და ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე ამ არჩევნების მითს. მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია და დასუსტდა პროტესტი. არჩევნებში მონაწილე მხარე ხომ წარუმატებლობით დაამთავრებს, იმიტომ რომ არ არსებობს წარმატების ფორმულა, თვითომ მონაწილეობის მომხრე პარტიებიც არ აცხადებენ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს.
ბოიკოტი, როგორც პროტესტი – განცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მესმის ძალიან კარგად და ამაზე ვისაუბრე ახლა. მაგრამ, ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს – ესეც აბსურდი არის. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა, როგორც რაიმე გამარჯვება. ცხადია, რომ დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. რადგან, შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომ იყვნენ ამის მოწინააღმდეგეებიც კი და თუ დათვლდადი იქნება ეს ბოიკოტი, შეიძლება რეჟიმს ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება და საერთოდ დიქტატორულ ქვეყნებში ბოიკოტის კამპანიები. ასე, რომ ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს და არც ბოიკოტის კამპანია, რადგან ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ერთის მხრივ ფულადი რესურსები, როგორც აცხადებენ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ და მეორეს მხრივ ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგება ცოტა მე მიჭირს და ალბათ თქვენც. ჩვენი გამოსავალი რა არის – რაც იყო გუშინ და რაც რჩება დღეს, ერთიანობა და ყველაფერი ის რაც ემსახურება დაპირისპირებას, გახლეჩვას და უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები რაც გააჩნია უკვე ჩამოშლილ “ოცნების” რეჟიმს”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)