კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ – ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა – ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე

არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ – ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ სამართლიანი არ ყოფილა – ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ არჩევნები კარგად ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ.
მისი თქმით, ახლა არ აქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა.
„ისიც კი მოვისმინე, რომ არჩევნები იყო რთული. მე არ ვარ რომელიმე მაკონტროლებელი საბჭოს ან ორგანოს წევრი, თუმცა მოვისმინე, რომ ხალხი ახლა ძალიან უკმაყოფილოა. არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. თუ არა, მაშინ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. თუ ეს ასე არ არის, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს. და კიდევ, სამწუხაროა, თუ ისინი დაშორდებიან ევროპას, ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“,- განაცხადა ქსავიე ბატელიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს