გაყალბდა, ეს იყო კრიმინალური მანიპულაცია, საჭიროა ახალი არჩევნები!” – რასა იუკნევიჩიენე რუსთაველიდან

ფოტო – ტვ პირველი
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია – ამ წუთებში გავლენიანი ევროდეპუტატი რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.
როგორც ის “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, 26 ოქტომბრის გაყალბდა, სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
“ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია კრიზისიდან გამოსავალი. ამას ხალხი ამბობს და არა ევროკავშირი, ან რომელიმე ქვეყანა. ამას ხალხი ითხოვს. არჩევნები გაყალბდა, მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების შემდეგ გააუქმებდა, ან გადაავადებდა ევროინტეგრაციის პროცესს. ეს იყო კრიმინალური მანიპულაცია და საჭიროა ახალი არჩევნები. პარტნიორები აკრიტიკებენ “ქართულ ოცნებას”, რადგან რეალობა ასეთია – მოქალაქეები 100 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავენ და ნებისმიერი დემოკრატი პოლიტიკოსი ამას შესაბამისად შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის განცხადებას გააკეთებს”. – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა