არჩევნების წინ 63 558 მოქალაქეს 361.3 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის დაწყებიდან (25.06.2024წ.) – 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 63 558 ფიზიკურ პირს, ჯამურად – 361 339 508.34 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვაზე პასუხიდან ირკვევა.
2021 წლამდე წარმოშობილი ვალების ჩამოწერა მოხდა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს მიიღო. ფინანსთა სამინისტროს პასუხის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს საშუალოდ 5685 ლარის დავალიანება ჩამოეწერა.
„თქვენი 2024 წლის 26 ივლისის #5172/3-17/24 წერილის პასუხად, რომლითაც ითხოვთ ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანების შესახებ, გაცნობებთ, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის დაწყებიდან (25.06.2024წ.) – 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 63 558 ფიზიკურ პირს, ჯამურად – 361,339,508.34 ლარის ოდენობით,“ – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ 8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. ირაკლი მ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

ასევე დაგაინტერესებთ