ს წინ, პენტაგონი საიდუმლო სამსახურს დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დაამტკიცა მოთხოვნა, რომელიც საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტობის კანანდიდატების დასაცავად, საიდუმლო სამსახურისთვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობების მიწოდებას გულისხმობს. ამის შესახებ, 29 აგვისტოს, პენტაგონმა და საიდუმლო სამსახურმა განაცხადა.
პენტაგონის პრესსპიკერს, საბრინა სინგმას მხარდაჭერის ტიპის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია, მაგრამ თქვა, რომ ოსტინმა დაავალა -ის ჩრდილოეთ სარდლობას, დაგეგმოს და უზრუნველყოს საიდუმლო სამსახურის მხარდაჭერა, არჩევნების დროს, სხვადასხვა ადგილზე.
საიდუმლო სამსახურის სპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მათ გააძლიერეს უსაფრთხოების ოპერაციები 13 ივლისს, პენსილვანიაში რესპუბლიკელი კანდიდატის, ს წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს და ის მოკვლის მცდელობას გადაურჩა.
”ამ ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვის დეპარტამენტი -ის საიდუმლო სამსახურს დამატებით დახმარებას უწევს ლოგისტიკის, ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების ჩათვლით, 2024 წლის კამპანიის სეზონის განმავლობაში”, – თქვა საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერმა.
პნესილვანიაში, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მთავარი კითხვა იყო, როგორ შეძლო შეიარაღებულმა მამაკაცმა, ახლომდებარე შენობის სახურავზე ასვლა.
ინციდენტის შემდეგ, საიდუმლო სამსახურის უფროსი გადადგა. სროლის შედეგად, წინასაარჩევნო შეხვედრის ერთი დამსწრე დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ დრომდე არ დაუდგენია, რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული