“არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ… ეს არის სიმბოლო, რომ…”

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტი არ­ჩე­ვან­ში და­გეგ­მეთ, ეს არის სიმ­ბო­ლო, რომ უმაღ­ლე­სი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, – ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შეხ­ვდა.

ილ­ჰამ ალი­ევ­მა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

“ეს ვი­ზი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტია. ვი­ყე­ნებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მო­გი­ლო­ცავთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­მარ­ჯვე­ბას. გი­სურ­ვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარ­მა­ტე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტი არ­ჩე­ვან­ში და­გეგ­მეთ, ეს არის სიმ­ბო­ლო, რომ უმაღ­ლე­სი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ“, – აღ­ნიშ­ნა ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

ამას­თან, ილ­ჰამ ალი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მა­ტე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ფაქტს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იქ­ნე­ბა.

“პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­რეთ და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბა­ზე, „შუა დე­რეფ­ნის“ პრო­ექ­ტზე. ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ პრო­ექ­ტში მჭიდ­რო კავ­ში­რი უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მე­ზობ­ლო­ში სხვა ქვეყ­ნებ­თან. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ის კავ­ში­რი და ხიდი, რო­მე­ლიც დამ­ყარ­დე­ბა ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის. ჩვენ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ამას.

ვი­ცით, რომ ტრან­სპორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სიც ფარ­თოვ­დე­ბა, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­ხე­ბა სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ციფ­როვ­ნე­ბას. ეს ძა­ლის­ხმე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, იმ ერე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, რო­მელ­საც წარ­მო­ვად­გენთ. ჩვენ ვართ უცი­ლო­ბე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ სხვებ­საც. ძა­ლი­ან ბევ­რის მიღ­წე­ვა მო­ვა­ხერ­ხეთ, დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ, ამას გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში გან­ვი­ხი­ლავთ. მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ თქვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მა­ტე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ფაქტს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, თქვე­ნი ძმე­ბის და მე­გობ­რე­ბის რან­გში, ჩვენ გვა­ხა­რებს თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, გი­სურ­ვებთ მომ­დევ­ნო წარ­მა­ტე­ბას მო­მა­ვალ­ში“, – აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.