არჩევნების შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება

ს შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება.”– ამის შესახებ განცხადება გააკეთა მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წარმომადგენელმა ვატო შაქარიშვილმა.
“რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება! დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა – ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში