არჩევნების შემდგომი სიტუაცია საქართველოში შემაშფოთებელია — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ს შეფასებით, ს შემდგომი სიტუაცია საქართველოში კვლავ შემაშფოთებელია.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს, ის ახლახან ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლებისგან. გზას ჩვენი გაფართოების ანგარიში აჩვენებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა გაფართოების ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც გაწევრიანების მსურველ 10 ქვეყანაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, , თურქეთი) არსებულ მდგომარეობასა და პროგრესს აფასებს.
ევროკომისია იმეორებს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის გამო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
„თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ, არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განვიხილოთ“, — ნათქვამია ანგარიშში.