არჩევნების შედეგებზე უთანხმოების ფონზე ვენესუელაში დაკითხეს ოპოზიციის ლიდერი

ვენესუელაში პროკურორებმა 26 აგვისტოს გამოიძახეს და დაკითხეს ოპოზიციის ლიდერი, ედმუნდო გონზალეს ურუტია, რაც იყო ნაწილი სისხლის სამართლის საქმისა, რომელიც აღიძრა კამათის საგნად გადაქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებში გამარჯვებულად თავი გამოაცხადა ქვეყნის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ.
გამოძიება შეისწავლის ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას – ამ შედეგების თანახმად, მადურო კენჭისყრაში აშკარად დამარცხდა.
ოფიციალურმა საარჩევნო საბჭომ მადურო 28 ივლისს გამოაცხადა გამარჯვებულად, ხმათა 52 პროცენტის საფუძველზე – თუმცა, საბჭომ უარი თქვა დეტალური შედეგების გამოქვეყნებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ