დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 26 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ხალხს აქვს არჩევანი ევროპის გულსა და იზოლირებულ სამყაროს შორის. არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. მე მჯერა ქართველი ხალხის, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერათ. თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მე ველოდები ძალიან მკაფიო და ნეგატიურ შედეგებს. არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კარგი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ წევრი სახელმწიფოები ამას მოლაპარაკებების მაგიდაზე აუცილებლად განიხილავენ. ინდივიდუალური სანქციებიც არის ერთ-ერთი ვარიანტი. მმართველი პარტიის ქმედებები არის წითელი დროშა. საქართველოს მთავრობა კი არის პარტია, რომელსაც სულ უფრო მეტად შეჰყავს ქვეყანა იზოლაციაში. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე. თუ პროევროპული უმრავლესობა დაიკავებს პარლამენტს, მაშინ ველოდები, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებს, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. იმედი მაქვს საქართველო ამ გზას დაუბრუნდება”.