ს ლეგიტიმაციისთვის არ ვარ ჩამოსული, ეს სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა – ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე აცხადებს, რომ ს ლეგიტიმაციის ცნობა არა მისი, არამედ სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა და თბილისში ამისთვის არ ჩამოსულა.
ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა.
„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. როგორ მოგეხსნებათ, საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. რადგან მე ვარ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. ეს სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა. დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება“, – განაცხადა ბერსემ.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ალან ბერსე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს სა და „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. აღნიშნული „ქართულ ოცნებაში“ მათ „ლეგიტიმაციაზე სპეკულაციების დასრულებად“ შეაფასეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას