არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის საფუძველი იქნება – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება საფუძველი იქნება იმისა, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
ეს განცხადება შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სთან ერთად პრესკონფერენციისას გააკეთა.
“მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ისაუბრა ს იმპერიალისტურ პოლიტიკაზე როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ. მან აღნიშნა, რომ მდე საქართველო იყო ს აგრესიის მსხვერპლი.
“საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავუსვათ ამას ხაზი. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიებს, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
დღეს, 12 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვია. ოლაფ შოლცთან შეხვედრის გარდა დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრები, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
ამავე თემაზე:
· შოლცი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს არ მიიღოს “რუსული კანონი”
· მ შოლცთან პრესკონფერენციაზე NGO-ები გააკრიტიკა და “რუსული კანონი” დაიცვა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“