არჩევნების დღეს მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს ქვეყანაში ჩამოსული პირების სიები – ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს მთავრობამ მოქმედ ავიაკომპანიების მოსთხოვა იმ დღეს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანების სია. ჯაფარიძის თქმით, ეს ინფორმაცია ხელისუფლებას კენჭისყრისას ე.წ. კარუსელის მეთოდის გამოყენებისთვის სჭირდებოდა.
ჯაფარიძე საუბრობს ს გაყალბების იმ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლები სხვისი პირადობის ნომრებით მიდიოდნენ არჩევნებზე. 26 ოქტომბერს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როცა კონკრეტული ამომრჩეველი უბანზე პასპორტით მიდიოდა, რომელშიც პატარა ფურცელი იყო ჩადებული. ფურცელზე სხვა ამომრჩევლის პირადობის ნომერი იყო მითითებული. რეგისტრატორი, რომელიც ამ სქემაში ჩართული პირია, სხვა ამომრჩევლის მონაცემებს შეიყვანდა და მის ბიულეტენს სხვა ადამიანს მიაწოდებდა.
იმისათვის, რომ გაყალბების ამ სქემამ იმუშაოს, მნიშვნელოვანია, რომ უბანზე არ მივიდეს ის ამომრჩეველი, ვისი პირადი ნომრის გამოყენებითაც ხდება გაყალბება. ჯაფარიძე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა იმ ადამიანების პირადი ნომრები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, თუმცა საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვა არ გაუვლიათ. იმისათვის, რომ დაეზღვიათ მათი საქართველოში დაბრუნებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის რისკები, ავიაკომპანიებს მგზავრთა სიები მოსთხოვეს.
“ზუსტად ვიცით, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები, რათა დაედარებინათ იმ სიებისთვის [საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან] და იმათ მაგივრად ვიღაცა არ მისულიყო იმათი პირადი ნომრით საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
დღეს, 14 ნოემბერს, “კოალიციამ ცვლილებებისთვის” არჩევნების გაყალბების შესახებ მედიასთან შეხვედრა გამართა. თავდაპირველად კოალიციის ლიდერებმა წარადგინეს მათ მიერ გაანალიზებული დარღვევები და გაყალბების სქემები, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები, საოლქოებსა და ში წარდგენილი საჩივრები და სასამართლო სარჩელები. მოგვიანებით კი უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს.
კოალიციის, მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რომელიც მედიას წარიდგინეს აჩენს კითხვებს არჩევნების მასშტაბური და სისტემური გაყალბების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!