არჩევნების გაყალბების საქმეზე თენგო თევზაძე და საბა ბუაძე გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ს გაყალბების საქმეზე პროკურატურამ ორი პოლიტიკოსი გამოკითხა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, თენგო თევზაძისა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, საბა ბუაძის გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლე ესწრებოდა, რადგან მათ უარი თქვეს საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე.
თევზაძის თქმით, მან გამომძიებლებს აუხსნა, როგორ გაყალბდა არჩევნები:
„გამოძება არ არის მოტივირებული, რომ რეალური შესაძლო პირები [დასაჯოს].
საბა ბუძემ კი აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოტივებით შედგენილი კითხვები დაუსვეს, მან კი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებად წარადგინა ვიდეომასა, რომელშიც ქალი გარდაცვლილი შვილის საარჩევნო სიაში ყოფნაზე საუბრობდა.
„პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას ზეგავლენაზე, არჩევნების დარულობის დარღვევაზე…“ – თქვა საბა ბუაძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს რამდენიმე სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: გრენლანდიას, ისლანდიასა და ბრიტანეთს შორის არსებული ოკეანის სივრცე ამჟამად რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს. სწორედ აქ დაძრწიან რუსები თავიანთი რაკეტებით, რათა…

პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია