არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა
„ოპოზიციამ ვერცერთი მტკიცებულება ვერც არჩევნების გაყალბებასთან და ვერც ვინმეზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, არჩევნების გაყალბების შესახებ ინსინუაციები პოლიტიკური სარჩულის მატარებელია.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებას ოპოზიცია ზეიმით შეხვდა და როცა რადიკალებმა ნახეს, რომ წააგეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადნენ სურათის შეცვლას.
„არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა. მაშინ მათ თქვეს, რომ მოდი ახლა, დავიშალოთო. რატომ? იმიტომ, რომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც ვინმეზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ასეულობით ლიდერი ჰყავს (ათასეულობით თუ არა) არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს. მათ ათიათასობით წარმომადგენელი ჰყავდათ საარჩევნო უბნებში.
საღამოს შამპანურები გახსნეს და მოგებას აღნიშნავდნენ. თუ გაყალბდა , საღამოს ხომ უნდა სცოდნოდათ და თავისთავად ეგრძნოთ ეს. როცა ნახეს, რომ წააგეს, მერე შემოატრიალეს და თქვეს რომ გაყალბდა. ეს კი ვერ დაამტკიცეს, იმიტომ, რომ არ გააჩნდათ შესაბამისი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე იყო, რომ ეუთო/ოდირმა ობიექტური დასკვნა დაწერა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში