არჩევნებზე საოლქოების შემაჯამებელი ოქმები სააპელაციომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების 90%-ის ბათილად გამოცხადების საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე (მხარეთა დასწრების გარეშე) განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, საარჩევნო უბნების შედეგები ძალაში დატოვოს. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიაწოდა, რომელიც ერთ-ერთი მომჩივანი იყო.
ამ გადაწყვეტილებით დასრულდა სასამართლო დავა შიდა სასამართლოებში და უახლოეს პერიოდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია, საბოლოოდ შეაჯამოს საპარლამენტო ს შედეგები.
სააპელაციო სასამართლოს სხოდმა, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, დღეს, 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყო.
საქმე განიხილა მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ ონიანის, ილონა თოდუასა და ნანა ჭიჭილეიშვილის შემადგენლობით.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, ენახა, „რამდენად სამართლიანია მოსამართლე, როგორ კითხვებს სვამს და მტკიცებულებებს იკვლევს თუ არა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ – ანუ პირველი ინსტანციის სასამართლომ – არ დააკმაყოფილა სამი მომჩივანის სარჩელები. ესენი იყვნენ პარტიები – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვდნენ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს.
ამავე აზრზე არიან ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“.
პარტიები ასევე მიუთითებენ, რომ არჩევნებზე იყო სხვა დარღვევებიც: მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში