არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიზნესს ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა – რას ამბობს ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ თუ მსხვილი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს, ის მათ შეხვდება. ასე უპასუხა BMG tv-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის კითხვას ბიზნესმენმა.
წამყვანის კითხვაზე, რაზე დაელაპარაკებიან ბიზნესმენები „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი პასუხობს, რომ მათი მთავარი საკითხი კრიზისიდან გამოსავალი იქნება.
პაპაშვილი ასევე ამბობს, რომ ბიზნესმენებს არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე ჰქონდათ სატელეფონო ზარი ივანიშვილთან.
არჩევნებამდე დაძაბულობა პიკში იყო და ამ თემაზე ვსაუბრობდით, რომ არ დავაზიანოთ. ჩვენ ჩვენი აზრები ვთქვით მაშინაც და ზუსტად იგივე მოვუწოდეთ, რასაც ახლა ვამბობთ.
ჰქონდა თუ არა ბიზნესს 28 ნოემბრის შედეგ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა, ამ კითხვაზე, პაპაშვილი BMG tv-ის წამყვანს პასუხობს – კარგი რამ თქვი ახლა, ვიმუშავებ…
დავურეკავთ, რომ შევხვდეთ რამდენიმე ბიზნესმენი, როგორც ირაკლის [კობახიძეს] შევხვდით, ვისაუბროთ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს