არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის – სააკაშვილი

ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს განცხადებას, რომელიც სოციალური ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც სააკაშვილი წერს, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, რეჟიმი ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა ჩანაწერებს გამოყრის.
„ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს.
მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ უახლოეს დღეებში და კვირებში. გარდა ამისა, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერებს (ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულს თუმცა ზოგიერთი შეიძლება ნამდვილიც იყოს) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, თუმცა ხალხი ამას არ წამოეგება”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით – ომბუდსმენი