არჩევანი ლონდონურ გუნდებს შორის – კალაფიორის კარგი თამაში დაუფასდა და პრემიერ ლიგის გრანდები უხმობენ

ავტორიტეტული და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბოლონიას” 22 წლის მცველ რიკარდრო კალაფიორის კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს.
ახალგაზრდა უკანახაზელმა პრემიერ ლიგის ორ გიგანტს, “არსენალსა” და “ჩელსის” შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
მედიაში გავრცელებული ცნობით, იტალიელი უპირატესობას უფრო “მეთოფეებს” ანიჭებს და კარიერის გაგრძელების ეს ვარიანტი ხიბლავს.
შეხსნებისთვის, კალაფიორი გასულ სეზონში “ბოლონიას” რიგებში სერია A-ს ერთ-ერთი საუეკთესო მცველი იყო, რის შემდეგაც ევრო 2024-ზე “სკუადრა აძურას” რიგებშიც იასპარეზა.